ეკონომიკა
29/01/2021

პაატა შეშელიძე: რატომ არ განიხილება, რომ სსე კერძო კორპორაცია იყოს

რატომ არ განიხილება, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იყოს კერძო კორპორაცია? - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.  

„თუ გენერირება კერძოა, რა პრობლემაა, რომ ეს კომპანიაც კერძო საკუთრებაში იყოს? მით უმეტეს, რომ ქსელები შეიძლება რამდენიმე არსებობდეს, შეიქმნას, თუ ალტერნატივები დაიშვება. ჩვენ ვართ ევროპის კავშირთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებებით. რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება აქ ბაზრის შექმნა. დღეს არჩევანი არ არსებობს, ელექტროენერგიის ყიდვა გენერაციიდან ხდება, მაგრამ მე უნდა მქონდეს არჩევანი და იმის შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგია პირდაპირ მომწოდებლისგანაც ვიყიდო. აქაც რამე რეფორმაა ჩასატარებელი, თუმცა ეს უნდა იყოს კონკურენციის საფუძველზე და მინიმალური რეგულაციების ფარგლებში,“ -აცხადებს შეშელიძე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა და მთავრობა იმსჯელებს როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.