ეკონომიკა
31/03/2021

ოთარ ნადარაია: ვფიქრობთ, ლარი მნიშვნელოვნად აღარ გაუფასურდება

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად აღარ გაუფასურდება. ეს განცხადება ბანკირმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე გააკეთა.

“სამწუხაროდ, გვქონდა მკვეთრი გაუფასურება თურქეთში, ევროც გაუფასურდა ბოლო პერიოდში. საშუალოდ თუ ავიღებთ, ლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით, მცირედით გამყარდა კიდეც. თუმცა ის გაუფასურებული რჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაუფასურება არ იქნება," - აღნიშნა ნადარაიამ.

ცნობისთვის, დღეს კერძო სექტორი პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან პირველ შეხვედრას მართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უფასურდება. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 3.4118 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 შეადგინა.

2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022