ეკონომიკა
04/03/2021

"ოკუპაციის შემდეგ ჩვენი გამოწვევა და პრობლემა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბეა"

მთავრობა ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხს დაამტკიცებს. დოკუმენტის შემუშავებაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური პრობლემები დღეს ქვეყნის მოსახლეობისთვის ოკუპაციის შემდეგ არსებული ნომერ პირველი გამოწვევაა.

"ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის რიგით მეორე გამოწვევა და მთავარი პრობლემა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა და სიღარიბეა. ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები აწუხებს. ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევა. ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულეით უნდა მივმართოთ და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე",- აღნიშნა პრემიერმა.