ეკონომიკა
03/11/2020
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8% შეადგინა
ინფლაციის ზრდის ტემპი შენელებულია. საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონე 3.8%-ით განისაზღვრა, ანალოგიურად როგორც სექტემბერში.
2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.8%-ია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.