ეკონომიკა
03/11/2021
ოქტომბერში ინფლაციამ 12.8% შეადგინა
ოქტომბერში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 12.8%-ს მიაღწია.
რაც შეეხება წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონეს ის 1.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის
მაჩვენებელი კი 6.2%-ით განისაზღვრა.