ეკონომიკა
16/11/2020

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 18,6%-ით გაიზარდა

2020 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ $181.7 მლნ-ს (584.8 მლნ ლარი) მიაღწია, რაც 18.6%-ით ($28.5 მლნ-ით) აღემატება 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ $23.9 მლნ (76.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ოქტომბრის ($22.5 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.