ეკონომიკა
13/12/2021

ნოემბერში ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

ნოემბერში ქართული პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 430 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლიურ ჭრილში ზრდა 43%-ს აღწევს, პანდემიამდე 2019 წლის ნოემბერთან შედარებით კი 23.5%-ით არის გაზრდილი.

რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტიც და 1.014 მლრდ დოლარს აღწევს, წლიური ზრდა 40%-ით, პანდემიამდელ ნოემბერთან შედარებით კი მაჩვენებელი 24%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ნოემბერს საქართველოდან ექსპორტზე 3.822 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურად ზრდა თითქმის 27%-ს აღწევს.

მთლიანობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის 11 თვეში 12.828 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 25.2%-ით არის გაზრდილი.

იპორტი 9.006 მლრდ დოლარს აჭარბებს, მაჩვენებელი წლიურად 24.5%-ით არის გაზრდილი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5.183 მლრდ დოლარი
და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.