ეკონომიკა
31/12/2021
ნოემბერში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა
ეკონომიკური ზრდის ტრენდის შენარჩუნებულია, კვლავინდებურად ორნიშნულიან მაჩვენებელზე.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. 11 თვეში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ია.
2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.