ეკონომიკა
14/02/2023

ნინო წილოსანი: ქვეყანაში შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 40%-ია დასაქმებული

საქართველოში შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 40%-ია დასაქმებული.

შესაბამისი სტატისტიკა საკანონმდებლო ორგანოში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა წარადგინა. მისი თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის" პროექტის არსებობა. 

"გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობებში ქალების მაქსიმალური მონაწილეობა მხოლოდ 30%-ია მაშინ, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტს ქალები წარმოვადგენთ. დისბალანსი ძალიან დიდია. ეს კიდევ ერთი მოტივაციაა იმისთვის, რომ ამ კონცეფციით ქალების კიდევ უფრო გაძლიერება შევძლოთ. შრომისუნარიანი ქალების მხოლოდ 40%-ია დასაქმებული. ვიღაცას, შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აბსურდული პასუხი, რომ ყველა დანარჩენს მუშაობა არ უნდა, ან ეზარება. არა, უბრალოდ ჩვენ მათ ვერ შევუქმენით ისეთი პირობები, რომ არჩევანის გაკეთება არ მოუწიოთ ოჯახურ ფუნქციებზე, რეპროდუქციულ ფუნქციებზე, დედობის უფლებაზე და აქეთ კარიეულ წინსვლასა და განვითარებაზე",- აღნიშნა წილოსანმა.