ნინო ჩოხელი - "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„ელექტრონული კომერციის შესახებ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს,"-ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკაში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ნინო ჩოხელმა განაცხადა, "ელ.კომერციის შესახებ" კანონი მისი მიღებიდან მალევე ამოქმედდება.
„დღესდღეობით ასეა დაგეგმილი, რომ კანონი საგაზაფხულო სესიაზე უნდა იყოს მიღებული და ამოქმედებაც მალევე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე არანაირი ღია საკითხი არაა დარჩენილი, რომელიც ხელს შეუშლის მის ამოქმედებას,“-აღნიშნა ნინო ჩოხელმა.
მისივე განმარტებით, "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი ორ ძირითად საკითხს არეგულირებს, მათ შორისაა: მომხმარებელთა და ბიზნესუბიექტების უფლებების დაცვა და უფრო მეტი სამართლებრივი სიცხადის შემოტანა, იმასთან დაკავშირებით თუ რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვთ ოპერატრებს.
„როგორც იცით, საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც საბაზისო უფლებებს განსაზღვრავს როგორც ofline, ისე online დადებული ხელშეკრულებებისთვის, თუმცა არის მთელი რიგი ასპექტები რომელთაც აღნიშნული კანონი ვერ ფარავს.
ელ.კომერციის შემთხვევაში ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის პერონალური მონაცემები, ელექტრონული ხელმოწერა, საავტორო უფლებების დაცვა, რაც მთავარია გადახდები. საბანკო ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ასევე, უპირველესია აღსრულების მექანიზმი. იმიტომ, რომ თუ რომელიმე კანონმდებლობას უკან არ უდგას ეფექტური აღსრულების მექანიზმები, შეიძლება ის დარჩეს ქაღალდზე. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის, რომ ამ ახალი კანონის აღსრულებაზეც პასუხისმგებელი იქნება კონკურნეციის სააგენტო. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად გაწერილი, დროში შემჭიდროვებული ვადებია, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა განიხილოს განცხადებები, დავები კონკურენციიის სააგენტომ .“-განმარტა ნინო ჩოხელმა.
მისივე თქმით, "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი მოლოდინები და ინტერესია.
„ამ კანონპროექტზე მუშაობაში მაქსიმალურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე და იგივე სახელმწიფოს მხრიდანაც ფიქსირდებოდა ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება, რომ ისეთი რეგულაციები არ შემოგვეტანა, რაც მძიმე ტვირთად დაწვებოდა ბიზნესს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გარანტირებული ყოფილიყო მომხმარებელთა უფლებები. ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს კონსესუსი და ბიზნესს აქვს ძალიან მაღალი ცნობიერება. სუბიქტებს, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონი, აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა ახლი რეგულაციები შემოდის. მზაობა ყველა მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის კუთხით არის შესაბამისი. მოგეხსენებათ, ნებისმიერ რეგულაციას შეიძლება მოყვეს გარკვეული გვერდითი ეფექტი, რაც თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული. ამ კუთხითაც ეს კანონი საკმაოდ დაზღვეულია,“-აღნიშნა ნინო ჩოხელმა.
შეგახსენებთ, რომ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ელექტრონული კომერციის რეფორმა ხორციელდება. "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი კი უკვე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა.