ეკონომიკა
17/08/2020

ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის რეიტინგი აღიარებაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს

“Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო კომპანია Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

მისი თქმით, Fitch-ის რეიტინგში ცალსახად არის ხაზგასმული ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის მაღალი დონე.

„ბუნებრივია, პანდემიური მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც გლობალურ ეკონომიკებში მთელი რიგი ქვეყნებისათვის ხდება რეიტინგების შემცირება, ჩვენთან სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მეორე მიმოხილვა ჩაატარა და რეიტინგი იგივე დატოვა. ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა ამ რისკებს. გასული წლის ბოლოს, ჩვენი ფისკალური შედეგები საკმაოდ მძლავრი იყო და დიდი ბუფერებით შევხვდით 2020 წელს. მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე - ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც რეალურად განაპირობა „Fitch“-ის ანგარიშში ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება. ასევე, თქვენ იცით, რომ გვქონდა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს კი არის გზავნილი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე საკრედიტო რეიტინგის კომპანიებისთვის, როგორიც არის Fitch-ი და სხვები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მმართველობა არის ეფექტური,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან აღნიშნა, Fitch-ის რეიტინგი მიუთითებს იმას, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს აღდგენას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022