ეკონომიკა
16/09/2022
NDI: მოსახლეობის უმრავლესობის თქმით, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
2022 წელს გამოკითხული მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები. 28%-ის თქმით, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს, როგორც არის. 29% კი, აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.