ეკონომიკა
03/05/2023
NDI - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით,ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია.
ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.
ამასთან, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კითხვაზე - რამდენად დარწმუნებული ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, გამოკითხულთა 50% - არ არის დარწმუნებული, 35% - დარწმუნებულია, ხოლო 15%-მა - არ იცის. აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს/გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება.