ეკონომიკა
03/11/2020

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

შეგახსენებთ,უწყების ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში 2 ნოემბერს გადავიდა.ვირუსი დაუდგინდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილსაც.

2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის მეთაურ, გიორგი გახარიას.