ნათია თურნავა: წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ
ეკონომიკის მინისტრი 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებას ვარაუდობს.
ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტემპებთან დაკავშირებით ნათია თურნავას საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებული მაჩვენებლები მოყავს.
„ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება.
2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3,822 მლრდ დოლარამდე, ამავდროულად ის 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა და 12,828 მლრდ დოლარია, 7.4%-ით მეტი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
„ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.