ეკონომიკა
11/06/2020

ნათია თურნავა: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები გასამმაგდა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივ მონაცემებს მინიმუმ 3-ჯერ გადააჭარბა.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტების გარდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები კერძო ინვესტორებს უნდა ჩაბარდეს და მოხმარდეს ეკონომიკას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თურნავა არსებული გამოწვევების ფონზე პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგებს მისასალმებელს უწოდებს.

„აღსანიშნავია, რომ ინერცია საკმაოდ პოზიტიური იყო - ბიზნესის დიდი ინტერესი გამოიწვია პროგრამამ "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც შარშან შემოდგომაზე დაიწყო“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ეკონომიკის შემცირების პროგნოზზეც აღნშნა და დასძინა, რომ 4%-იანი შემცირება საინვესტიციო პროცესზეც აისახება, რომლის ნაწილიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

„ვეცდებით, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და ქონების მართვის სააგენტოზე დამოკიდებული, სადაც ძალიან კარგი პროფესიონალები მუშაობენ. ბევრი რამ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის გაძლიერების და მისი მეორე ტალღის შემთხვევაში ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში პრივატიზების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც ქართველი ინვესტორებისთვის. „თუმცა, პირველი კვარტლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისაა, ჩვენი გაძლიერებული მუშაობით უფრო მეტი შეგვიძლია, და ჩვენ ამას ვეცდებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

100 საინვესტიციო შეთავაზება მთავრობამ ბიზნესს 2019 წლის ნოემბრიდან შესთავაზა. მთლიანი ქონების ღირებულება 306 მლნ-მდეა. პროექტის ფარგლებში გაყიდული 69 ქონების საწყისი ფასი 43,8 მლნ-ს აღემატებოდა, ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საპრივატიზაციო თანხა კი 58 მლნ-მდე გაიზარდა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში მითითებულია, რომ პროგრამაში ჩართული 120 ობიექტიდან უკვე გაყიდულია 69 ანუ 57% გაყიდულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023