ეკონომიკა
31/08/2020

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ნათია თურნავას პირველ ნიშნებს აძლევს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველ თვე ეკონომიკის შემცირების ტემპი სუსტდება.

"ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისში -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე აპრილში იყო", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ივლისში ეკონომიკა ქვეყანაში 5.5%-ით შემცირდა, მთლიანობაში იანვარ-ივლისში ეკონომიკა საშუალოდ 5.8%-იან კლებას აჩვენებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 5%-იან ვარდნას ელის.

Businesspartner