ნათია თურნავა: ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა სავსებით შესაძლებელია
ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ წელს საქართველოს შესაძლებლობა აქვს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდეს.
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს ეხმიანება და განმარტავს, რომ საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს.
„აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ული პუნქტით გაზარდეს. თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ," - განმარტავს მინისტრი.
ნათუა თურნავას თქმით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს. „აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება, ეს 5%-ული პუნქტით აჭარბებს ბანკის 2021 წლის აპრილის პროგნოზს.