ეკონომიკა
24/12/2020
ნათია თურნავა - მთავრობის ყველა რეფორმა კერძო ბიზნესის გაძლიერებისკენაა მიმართული
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა ძალიან კომპლექსური მოხსენება, რომელიც შეეხება სამთავრობო პროგრამას. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც, პირველ რიგში, ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესის არსებობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობის მიერ აქამდე გატარებული ყველა რეფორმა და ისინიც, რომელთა განხორცილებაც უახლოეს ოთხ წელიწადში იგეგმება, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, სწორედ კერძო ბიზნესის გაძლიერებისკენაა მიმართული.
„რათა კერძო ბიზნესი გავხადოთ სოციალურად პასუხისმგებლიანი და გავხადოთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ეკონომიკის გაჯანსაღების პოსტკოვიდ პერიოდში და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების და დასაქმების შემქმნელად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.