ნათია თურნავა: ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება
ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტება, - განაცხადა ნათია თურნავამ აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3%-ით შემცირდა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის შემცირება გვაქვს, მაგრამ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში - მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება. წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.