ნათია თურნავა: ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება და უკვე აღდგენასაც გასცდა
ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის აღდგენის ტემპით კმაყოფილია. ნათია თურნავამ ნამახვანის პროექტის მნიშნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია და დაყოვნება ქვეყანას კარგს არ მოუტანს.
"ნამახვანის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოვნება, რა თქმა უნდა, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. თან, ხედავთ, რომ ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და ეს აღდგენასაც გასცდა და არის აბსოლუტური ზრდა. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი ძირითადი წყაროებით იფარებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართება არის ის, რომ ამ საკითხის დარეგულირება "ენკასთან" დიალოგით შევძლოთ და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში. ეს არც ჩვენთვისაა სასურველი და ვიმედოვნებ, არც "ენკასთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.