ეკონომიკა
14/12/2020
ნათია თურნავა: „დაიწყო საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება“
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ჩვენი გუნდის ჩართულობით დაიწყო საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს 2020 წელს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისას.
ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენის მიმართულებით წლის განმავლობაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა.
„შეიქმნა სპეციალური პროგრამა სწორედ ჩვენი თევზსაჭერი გემებისთვის, მათი განვითარებისთვის. ამ პროგრამის მხარდაჭერით უკვე მიდის სამი ახალი გემის მშენებლობა, და ოთხი გემის გადაიარაღება და ეს არის საწინდარი, რომ ეს ინდუსტრია ძალიან მალე აღდგება და კონკურენტუნარიანი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.