ეკონომიკა
05/05/2021
ნათია თურნავა: ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდსიტუაცია ჩაკეტვების გარეშე იმართება.
მისი თქმით, ახალი შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.
“შარშან, როდესაც ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, ბიზნესის მკაცრი ჩაკეტვით ვარეგულირებდით. წელს, ეპიდსიტუაციას ჩაკეტვების გარეშე ვმართავთ. ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, უქმე დღეების გამოცხადებამ და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ, მობილობა შეამცირა.