ეკონომიკა
13/07/2023

ნანა ამისულაშვილი: ქვეყანაში საჭიროა ბიზნესის გადარჩენის კულტურა დაინერგოს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

Usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

როგორც ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნანა ამისულაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“  განაცხადა,  კონფერენციის შედეგად გამოიკვეთა, რომ  საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზოგიერთ ნაწილში კანონის აღსრულება და კომპანიებში ცნობიერების ამაღლებაა. 

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაზე რეგიონის ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამართლებრივ სისტემებს გაეცნენ, რამაც ცხადყო, რომ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა და საქართველოს ახალი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან საკმაოდ ახლოსაა.

„მცირე და საშუალო ბიზნესებს ამ კანონმდებლობის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ. ქვეყანაში საჭიროა ბიზნესის გადარჩენის კულტურა დაინერგოს.

კომპანიები, რომლებიც შედიან გადახდისუუნარობაში და შემდეგ გარკვეული სახის პრობლემებს აწყდებიან, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა მათთვის უკვე ცნობილი ხდება აღნიშნული კანონის შესახებ. თუმცა, ვისაც ეს პროცედურა არ გამოუცდია, მათი ცნობიერება ძალიან დაბალია,"- განაცხადა ამისულაშვილმა.

მისივე განმარტებით, იმისათვის რომ მათი კანონი აღსრულდეს, საჭიროა სისტემური მიდგომის შეცვლა. საჯარო უწყების შიდა პროცედურული  და ტექნიკური წესრიგი უნდა შეიცვალოს, ეს ეხება ყადაღას, სხვადასხვა უზრუნველყოფების მოხსნას ბიზნესის ქონებაზე, რომელიც გადახდისუუნარობის რეჟიმშია.

რაც შეეხება შედეგებს, მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით სასამართლოში მხოლოდ 120 განაცხადია შესული, საიდანაც 16 რეაბილიტაციაა. აქედან კი 8 გეგმა უკვე დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესები და მათი კრედიტორები შეთანხმდნენ ახალ პირობებზე და შესრულება დაიწყეს.

ცნობისთვის, გადახდისუუნარობის ახალი კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოში 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მოქმედებს.

ახალი კანონის თანახმად, თუკი ბიზნესი ჩიხში შევიდა და ფინანსური ვალდებულებების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს, მას აქვს შესაძლებლობა, ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ეფექტიანად დაარეგულიროს კრედიტორებთან ურთიერთობა – მოახერხოს რეაბილიტაცია და სიცოცხლისუნარიანი დაუბრუნდეს ბაზარს ან გაკოტრდეს და ბაზრიდან გავიდეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020