ეკონომიკა
06/10/2020

მთავრობამ სსფ-თან მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხმება დაიწყო

მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხმება დაიწყო.

სწორედ ამ პარამეტრებს დაეყრდნობა 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი, რომლის მხოლოდ პირველადი ვერსიაა ჯერ პარლამენტში წარდგენილი. ამ ვერსიაში 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდას და 5.1%-იან დეფიციტს ითვალისწისნებს. საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი,  12.2 მილიარდია. 

რა შეიცვლება პირველად ვერსიაში ეს სავალუტო ფონდთან მრავლარაუნდიანი შეხვედრების შედეგად გადაწყდება.

ფონდის შემფასებელმა მისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა ფინანსთა მინისტრთან.

შეგახსენებთ, შემფასებელ მისიას, სექტემბერში წინ უსწრებდა სავალუტო ფონდის  წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა  პანდემიის დროს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა  და  განცხადება  გაკეთდა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც.  

Businesspartner