ეკონომიკა
22/05/2021
მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებით ₾417 მლნ დაზოგა
სახელმწიფო ტენდერებით მთავრობამ 417 მლნ ლარი დაზოგა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს ჯამური სავარაუდო ღირებულებებისა და მიმწოდებლების მიერ ვაჭრობაში დაფიქსირებული საბოლოო ფასების მთლიანმა სხვაობამ დაახლოებით 11% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 8.9% იყო.
ყველაზე მეტი თანხა 323 მილიონი ლარი, სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში დაიზოგა. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე 2.844 მლრდ ლარის ტენდერები იყო გამოცხადებული. შეთავაზების ბოლო ფასმა კი, 2.52 მლრდ შეადგინა.
ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების 60%-მდე მოდის „ტოპ 20“ ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტენდერებზე, რაც თანხობრივად 2,213,507,623 ლარს უტოლდება.