ეკონომიკა
24/07/2020

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია ექსპერტებთან განიხილა

გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის ეკონომიკური და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სხვადასხვა შესაძლებლობა იქმნება, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან ერთად ინვესტიციების ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია  ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილეს.

იმსჯელეს იმ სექტორებზე, რომლებსაც საქართველოში ინვესტიცირების კუთხით, მეტი უპირატესობა აქვს.

ისაუბრეს იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციაზე, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ექსპერტების შენიშვნები სტრატეგიაში აისახება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022