ეკონომიკა
20/10/2020

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66,05 მლნ ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.75%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.775 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.25%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Businesspartner