ეკონომიკა
17/05/2021

მთავრობა ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე მუშაობას მალე დაასრულებს

მთავრობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობას მალე დაასრულებს, ყველა უწყებამ, ეკონომიკის მინისტრის თქმით, გეგმა უკვე წარადგინა.

„ქვეყნის განვითარების ათწლიანი ეკონომიკური გეგმის შემუშავება ბოლო ეტაპზეა, თავისი ნაწილი უკვე ყველა უწყებამ წარმოადგინა,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ახლა მთავრობა ერთიან დოკუმენტს ამუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ინიციატივაზე ირაკლი ღარიბაშილმა ჯერ კიდევ პრემიერობის კადიდატობის პერიოდში განაცხადა.

 

Businesspartner