მთავრობა ფინანსური რესურსის მოზიდვის რამდენიმე სცენარზე მუშაობს
სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი დანაკარგების შემთხვევაში ფინანსური რესურსების მოზიდვისთვის მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე სცენარს ამუშავებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წლის დასაწყისიდან სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში გაზრდიალია, არის პოზიტიური მოლოდინები, რომ სავალუტო ნაკადების შემოდინების მაკომპრომისებელი დერეფანში გაზრდლი ტვირთბრუნვა გახდება.
„არის გარკვეული მაკომპენსირებელი სფეროები, რომლითაც შეიძლება, გარკვეული კომპენსირება მოხდეს სავალუტო შემოდინებების, მათ შორის გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები, იგივე ჩვენს კორიდორში ლოგისტიკური მომსახურება და ა.შ. ჩვენი მოლოდინია, რომ გარკვეულ დადებით ეფექტს ასევე მოახდენს. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, ეკონომიკური გუნდი არის მობილიზებული და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ეკონომიკური პროცესი ძალიან სათუთია და ნებისმიერი პოლიტიკური რყევა, პოლიტიკური არასტაბილურობა, რომლის გამოწვევის სამწუხარო მცდელობებიც არის, პოზიტიურად არ აისახება ეკონომიკაზე და როცა პოზიტიურად არ აისახება ეკონომიკაზე, ცალსახაა, რომ ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მინისტრი ამბობს, რომ „ბევრი რამ დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე, სანქციების სიმძიმესა და რეგიონში ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა განიხილება სტრატეგიული პარტნიორების დახმარებითაც, როგორც შეღავათიანი კრედიტების ასევე პირდაპირი დახმარების გრანტების სახით.