მთავრობა ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს
მთავრობა ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხს მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი 3 თვის ვადაში უნდა შემუშავდეს და ის მაისის ბოლოს საზოგადოებას წარედგინება.
"დღეს დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. კომისია იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის დაინტერესებული პირი, როგორიც არის, კერძო სეექტორი, ექსპერტები, დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები.
ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა. თითოეული წლის სამოქმედო გეგმებით",- აღნიშნა პრემიერმა.