ეკონომიკა
15/09/2023

მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებისთვის წელს ბიუჯეტიდან ₾20 მლნ-ს გამოყოფს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს  2023 წლის ბიუჯეტი 23 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან  ძირითადი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას მოხმარდება.

მისივე ინფორმაციით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის. 

შეგახსენებთ,  როგორც  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾500 მლნ-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს, რაც დაბალია მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელზე.