ეკონომიკა
11/04/2022

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2.5%-მდე ამცირებს

მსოფლიოს ბანკის საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს.

ბანკი პროგნოზირებს, რომ ეკონომიკა ქვეყანაში მხოლოდ 2.5%-ით გაიზრდება, მანამდე ნავარაუდევი 5.5%-ის ნაცვლად.

საფინანსო ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე ვაჭრობის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების შემცირების, ისევე როგორც გაზრდილი სასაქონლო ფასების გამო.

"ომის დაწყების შემდეგ ნავთობის და სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა გაურკვევლობისა და რუსეთისა და უკრაინის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო. ეს ზემოქმედებები გამოიწვევენ საქართველოს ზრდის შენელებას", - განმარტავს საფინანსო ინსტიტუტი.

საბაზისო პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის აღდგენას 2023 წლიდან ვარაუდობს, რამდენადაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა ნაწილობრივ დაბალანსდება ფისკალური სტიმულის ეტაპობრივი  შემცირებით.