მსოფლიო ბანკი: საქართველომ ბოლო ათწლეულში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის განახევრება შეძლო
სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით საქართველოში შეცვლილ სიტუაციაზე წერს და აღნისნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანამ შეძლო, გაენახევრებინა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 2010 წელს არსებული 37.3%-დან 2021 წელს 17.5%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, საქართველოს მსოფლიო ბანკთან 30 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს.
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დიექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი საქართველოში მის პირველ ვიზიტს იხსენებს.
"ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოში შატილს უკავშირდება. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმ განსაცვიფრებელმა სილამაზემ, რომელსაც საქართველო გვთავაზობს,"- ამბობს სებასტიან მოლინეუსი.
ვიდეოში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები მოგვითხრობენ იმ ტრანსფორმაციული პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ უამრავი გამოწვევის გადალახვის შედეგად განიცადა.