ეკონომიკა
20/12/2021

მშპ ერთ სულ მოსახლეზე მესამე კვარტალში ₾4 290 იყო

პანდემიურ 2020 წელთან შედარებით საქართველოში მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებითაც.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4 290 ლარი  შეადგინა, 690 ლარით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. დოლარში მაჩვენებელი 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 1 375 დოლარამდე გაიზარდა.

პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წლის მესამე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 600 ლარი იყო, დოლარში მაჩვენებელი 1 1660 დოლარს აღწევდა.

საქართველოს ეკონომიკა მესამე კვარტალში 9.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15,997 მლრდ ლარს აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი
გაიზარდა 9.4%-ით.

შეგახსენებთ, რომ პრემირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.

„ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია,", - აღნიშნა პრემიერმა 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.