ეკონომიკა
18/12/2020

მშპ ერთ სულ მოსახლეზე მესამე კვარტალში 3 586 ლარი იყო

მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის მესამე კვარტალში 3 586 ლარია (1 156 დოლარი), ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში –  3 581 ლარი (1 226 დოლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა ამავე პერიოდში წელს 5,6%-ით შემცირდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 5,9%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 13,331 მლრდ ლარია (4,297 მლრდ დოლარი), 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13,324 მლრდ ლარი (4,564 მლრდ დოლარი).

Businesspartner