ეკონომიკა
21/03/2022

მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2021 წლის მეოთხე კვარტალში ₾4 621 იყო

მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4 621 ლარი  შეადგინა, 868 ლარით (23%) მეტია, ვიდრე პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. დოლარში მაჩვენებელი 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1 478 დოლარამდე გაიზარდა. 

პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წლის მესამე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 600 ლარი იყო, დოლარში მაჩვენებელი 1 1660 დოლარს აღწევდა.

საქართველოს ეკონომიკა მეოთხე კვარტალში 8.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17,23 მლრდ ლარს მიაღწია. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი
გაიზარდა 13.4%-ით.

შეგახსენებთ, რომ პრემირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.

„ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია,", - აღნიშნა პრემიერმა ჯერ კიდევ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებამდე.