ეკონომიკა
29/10/2020
მორიგი ინტერვენცია - სებ-მა სავალუტო ბაზარზე $40 მლნ გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკს ბაზარზე აქტიურობა ისევ უწევს.
სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2334 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $649,65 მლნ აქვს გაყიდული.