ეკონომიკა
25/03/2020

მორიგი ინტერვენცია – სავალუტო აუქციონზე სებ-ი დღეს $40 მლნ-ს გაყიდის

ბოლო ორ კვირაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ თითქმის 70 თეთრით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარის 3.45 ლარი ღირს. სავალუტო ჯიურებში კი 3.50 ლარს  აღწევს. ამ ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეზერვების მორიგი გაყიდვისთვის ემზადება და დღეს აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაიტანს. ეს უკვე ბანკის მესამე ინტერვენცია იქნება, პირველი ორი ინტერვენცია 60 მლნ დოლარის ოდენობით.

დარგის ექსპერტები ეროვნულ ბანკს უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

Businesspartner