მომავალ წელს ვალი, 5,279 მლრდ-ით კი არა, 2,479 მლრდ ლარით იზრდება - მინისტრი
მომავალ წელს ვალი არა 5,279 მლრდ-ით, არამედ დაახლოებით, 2,479 მლრდ ლარით იზრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენისას.
ივანე მაჭავარიანს საერთაშორისო პარტნიორებიდან 2,178 მლრდ-იანი საბიუჯეტო დახმარების ეიმედება, ამავდროულად საინვესტიციო კრედიტების სახით, ქვეყანა 1,451 მლრდ-ს მიიღებს, თანაც დაიფარება გასულ წლებში აღებული ვალები 1,11 მლრდ ლარი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს არ იგეგმება არც საშინაო ვალის ზრდა.
„ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მლნ ლარით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.