ეკონომიკა
24/12/2020

მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური

ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური, – განაცხადა პრემიერობის გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, რომ საგადასახადო სისტემაში უამრავი შეღავათია, რომლის ეფექტურობაც აქტუალური აღარ არის.

"მოგვიწევს, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, რათა ზოგან გავაძლიეროთ და ხშირ შემთხვევაში გავაუქმოთ არაეფექტურობისა ამ საგადასახადო შეღავათების, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დღეს.

ჩვენ ასევე ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს, განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების – დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები. ან საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმების საკითხი. მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას, გამოიყენოს დავების, მედიაციის და სხვადასხვა ინსტრუმენტები, დადგა დრო, რომ ჩვენ სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.