ეკონომიკა
02/03/2022

მინისტრი: ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენი პრიორიტეტია

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ცირკალურ ეკონომიკაზე გადასვლა უწყების ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია.

ოთარ შამუგიამ ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ რიგით მე-6 კონფერენციაზე განმარტა, რომ ეს პროცესი დადებითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. 

„ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული და ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა წარვმართოთ. საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მნიშვნელოვანი იყო ნარჩენების მართვის კოდექსისა და მის ფარგლებში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება.
ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებით გადასასვლელად ყველა ჩვენგანის აქტიური მონაწილეობაა საჭირო. აუცილებელია ხელისუფლების ყველა რგოლის, კანონმდებლების, ბიზნესის, საფინანსო და საგანმანათლებლო დარგების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში
დაეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.