ეკონომიკა
17/02/2022

მინისტრი: როგორც პანდემიას ვერ აიცილებს მხოლოდ საქართველო, ასევე ინფლაციას

ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფლაციაა, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

“შეუძლებელია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა არ აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე. მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ინფლაცია პანდემიის თანმდევი ეფექტია და როგორც პანდემიას ვერ აიცილებს მხოლოდ საქართველო, ასევეა ინფლაციის შემთხვევაშიც.

ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გარდა, სებ-ს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებლი დასტაბილურდეს,” - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეს ორნიშნა ინფლაციაა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით დაიწყო 2022 წელიც და იანვარში 13.9%-იანი ინფლაცია იყო.

მაღალი ინფლაციის პირობებში სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე შეინარჩუნა. ცენტრალური ბანკი ინფლაციის შემცირებას გაზაფხულიდან ელის და ვარაუდობს, რომ 2022 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (რომელიც 3%-ია) მიუახლოვდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023