მიხეილ დუნდუა: რუსეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 4-ჯერ შემცირდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში რუსეთის წილი 4-ჯერაა შემცირებული.
როგორც დუნდუამ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე განმარტა, 2023 წელს ქვეყანა ამ მიმართულებით დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას ელოდება.
"სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ საქართველო 2022 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ველოდებით. მეოთხე კვარტალი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა რაც გამოქვეყნდა სამი კვრატლის მაჩვენებელი, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე თუ წლიურ ციკლს შევკრავთ, 2 მლრდ დოლარზე მეტია, წლიური გაანგარიშებით. რუსეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 4-ჯერაა შემცირებული. გაიზარდა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლები, მაგალითად, ესპანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან. უკეთესი ტენდენცია გვექნება 2023 წელს.",- აღნიშნა დუნდუამ.