მესამე კვარტალში ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა მესამე კვარტალში 9.1%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15,997 მლრდ ლარს აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი
გაიზარდა 9.4%-ით.
2021 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (29%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%).
კლება დაფიქსირდა დარგებში: მშენებლობა (-29.7%), განათლება (-7.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-3.9%).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
ვაჭრობა (16.7%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.9%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.4%), მშენებლობა (8.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა (5.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5%).