ეკონომიკა
08/07/2020

მერია მუნიციპალურ პოლიკლინიკებს პრივატიზებისთვის ამზადებს

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს.

შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს უკვე დაავალა.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობაა. ათეულობით წლების წინ აშენებულ შენობები არც ნორმალურად გარემონტებულა და არც სამედიცინო მოწყობილობები განახლებულა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. პრობლემა მოსაგვარებელია. იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც დისკომფორტია. პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი - თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ აღნიშნული შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნეს.