ეკონომიკა
08/04/2022

მარტში სავალუტო რეზერვებმა $4 მლრდ-ს გადააჭარბა

თებერვლის კლების შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მარტში გაზრდილია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მარტის მონაცემებით, ქვეყანა 4 მილიარდ დოლარზე მეტ სარეზერვო აქტივებს ფლობს, აქედან 3.5 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია.

478 მილიონი სესხების სპეციალური უფლებები იგივე SDR -ებია.

გასულ წელს ეროვნული ბანკი აქტიური იყო სავალუტო აუქციონებზეც. წლის განმალობაში სებ-მა ბაზარს 332.9 მლნ დოლარი მიაწოდა. ბოლო ინტერვენცია მარტში განხორციელდა და ბაზარს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი მიაწოდა.