ეკონომიკა
13/04/2022

მარტში სავაჭრო ბრუნვამ $1.3 მლრდ-ს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მარტის მონაცემებზე უმნიშვნელოდ აისახა.

თებერვალთან შედარებით ბრუნვა 10%-ით არის შემცირებული, თუმცა წლიურ ჭრილში 18%-იანი ზრდაა.

საქსტატის მონაცემებით, მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, აქედან ექსპორტი 411 მლნ დოლარია, იმპორტი კი 896 მლნ დოლარს აღწევს. რაც შეეხება იანვარ-მარტის სავაჭრო ბრუნვას, ის თითქმის 4 მილიარდს აღწევს, წლიურ ჭრილში ზრდა 38%-ია, ექსპორტი გაზრდილია 43%-ით 1.2 მლრდ მილიონამდე, 36%-ით არის გაუმჯობესებული იმპორტიც და 2.7 მლრდ დოლარამდე