ეკონომიკა
13/04/2023

მარტში საარსებო მინიმუმი 40 თეთრით შემცირდა და 256 ლარი გახდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 40 თეთრით შემცირდა და 256 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის მარტთან შედარებით, მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, 0.40 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 227.1 ლარის ნაცვლად,226.7  ლარი გახდა. გასული წლის მარტთან შედარებით კი საშუალო მომხმარებლის სააარსებო მინიმუმი 15.7 ლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.