ეკონომიკა
15/02/2023

მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. აღინიშნა, რომ სააეროდრომო ტექნიკის განახლების პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და თბილისისა და ბათუმის აეროპორტში დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ეტაპობრივად ჩამოვა.

მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საფრენი მოედანი, სააეროდრომო ტექნიკა, აეროპორტის გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები და სხვ.

მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო ტერმინალის შიდა დაგეგმარების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პიკურ პერიოდებზე მგზავრებისთვის სერვისის მიწოდების აჩქარებას გამოიწვევს.  

თბილისის აეროპორტში ასევე იმყოფებოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.